მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„გვინდა, საქართველო ევროკავშირში ვიხილოთ, ქართველები მას გაამდიდრებენ, ჩვენ მხარს დაგიჭერთ ამ გზაზე“ - ბერბოკი

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბაერბოკი

„თქვენს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს თვალს ვადევნებდი, ვიყავი დიდი შთაბეჭდილებების ქვეშ, როდესაც თბილისის ქუჩებში გამოდიოდა ხალხი და აფრიალებდა ევროპულ დროშას“, - ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა ქართველ კოლეგა ილია დარჩიაშვილთან შეხვედრის შემდეგ, ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა. 

მისივე თქმით, საქართველოსა და ქართველი ხალხის ადგილი ევროკავშირშია და გერმანია ამ გზაზე საქართველოს მხარს დაუჭერს. 

„ჩვენი გამოცდილება გერმანიაში არის ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება, ეს არის რწმენა ევროპული ღირებულებებისა. ძლიერი სამოქალაქო საზოგადოებით უნდა იამაყოთ. საქართველო არის ევროკავშირი, ამაში დაგვარწმუნა არამარტო ბოლო კვირებმა, არამედ გასულმა წლებმა. საქართველოს მოსახლეობის ადგილი არის ევროკავშირში. გვინდა, რომ საქართველო ევროკავშირში ვიხილოთ და ქართველებმა გაამდიდრონ იგი, ჩვენ მხარს დაგიჭერთ ამ გზაზე. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს გზა, ერთობლივად, გულწრფელად გავიაროთ. აუცილებელია რეფორმები, გარკვეული მუხტის არსებობა და ევროკავშირის მხრიდანაც ძალისხმევა. ძალიან გვიხარია, რომ საგრძნობი წინსვლა გვაქვს 12 პუნქტიანი გეგმის შესრულების მხრივ“, - განაცხადა ბერბოკმა.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔴 „ქართული ოცნების“ 5 დეპუტატს პარლამენტის მანდატი შეუწყდა