მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

იქამდე, სანამ მე მანდ ვიყავი, ყველა თქვენი გაფუჭებული მე მეტენებოდა, ახლა დაგიგროვდათ ნაგავი და გინდათ ისევ მე შემომტენოთ? - სოსო გოგაშვილი

სუსის ყოფილი მაღალჩინოსანი სოსო გოგაშვილი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის ყოფილი მოადგილე, სოსო გოგაშვილი ციხიდან მორიგ წერილს ავრცელებს.

როგორც სუსის ყოფილი მაღალჩინოსნის წერილშია აღნიშნული, ბიძინა ივანიშვილის მორიგი უკანონო დავალება შესრულდა ბრმად, გრიგოლ ლილუაშვილის და ვახტანგ გომელაურის მიერ. 

გოგაშვილი ამბობს, რომ სანამ ბიძინა ივანიშვილი გახდებოდა ქვეყნის მმართველი, გომელაურის საქმე მერცხლის ბუდეების დანგრევა და ტირის თოფით მათი დახოცვა იყო. 

„ბიძინა ივანიშვილის მორიგი უკანონო დავალება შესრულდა ბრმად, ლილუაშვილის და ვახოს {გომელაურის} მიერ, ახლა ჯერი შოთაძეზე და ჩინჩალაძეზეა. როგორ აკინძავენ ყალბ მტკიცებულებებსა და როგორ მომისჯიან უკანონო სასჯელს. სხვათა შორის უკანონო ნივთებისა და დოკუმენტების შემოტანა დააფიქსირა გარე და შიდა მეთვალყურეობის კამერებმა და ჩემი ოჯახის წევრებმა, მაგრამ შევიტყვე, რომ კამერები დაზიანებულია და ჩანაწერები წაშლილია „ოტოს“ {ოპერატიული ტექნიკური დეპარტამენტი} მიერ, ისევე როგორც ადრინდელი უკანონო დავალებების დროს იყო;

1) როგორიც იყო გელა ხვედელიძის ცემა ტელეფონზე ბიძინას გინების გამო, რომელიც შეასრულა ფარცხალაძის ბანდამ, ფაქტები კი „ოტომ“ გააქრო;

2) ბიძინას დავალება - მუხთარლის სუსის ზონდერების მიერ გატაცება, რომელიც, ასევე, „ოტომ“ წაშალა.

მე სხვასთან საქმე არ მაქვს, ვახო, შენ რატომ მოაწერე ამაზე ხელი. შენ ადრე გითქვამს, რომ ბრმად შეასრულებდი ნებისმიერ დავალებას, რომელსაც ის მოგცემდა, როგორც მალანიას მონაყოლიდან ვიცი.

შენი ფუნქცია, იქამდე სანამ ბიძინა გახდებოდა ქვეყნის მმართველი, იყო მერცხლის ბუდეების დანგრევა და ტირის თოფით მათი დახოცვა, რადგან ნერვებს უშლიდნენ. ახლა ბიძინა ქვეყნის ფაქტობრივი მმართველია და ადამიანები უშლიან ნერვებს, შენ კი ტირის თოფის ნაცვლად 40 000 კაციანი შსს გიჭირავს ხელში. შენ ისიც გითქვამს, რომ თუ ლაჩარი არ ხარ, მტრის ცოლ-შვილს არ უნდა შეეხო.

რატომ შეეხე ჩემს ცოლ-შვილს? თეა შენი და აღარ არის? კულულა პეტრუჩიო აღარ გიყვართ? ჩემი იოსები შენი ლუკაჩოს ნათლული აღარ არის? მთელი ღამე ნიღბიანების მიერ დადებული ლულების ქვეშ რომ გაათენებინეთ, მაგრამ არ მიკვირს, ექვსიოდე წლის წინ შენ საკუთარი ქალიშვილის საქმრო თქვენი უბნელი ამოიანი თუ შამოიანი აღარ მახსოვს, შენს ერთგულ სუსის ზონდერებს, შარაძესა და „მოზგის” ტომარა ჩამოფარებული გაატაცებინე, აწამებინე და სომხეთის საზღვარზე გადააგდებინე, თან დაემუქრე თუ ჩამოვიდოდა, იარაღს ჩაუდებდნენ, მხოლოდ იმიტომ, რომ ქურთის სახლში შეშვება არ გინდოდა.

იქამდე, სანამ მე მანდ ვიყავი, ყველა თქვენი გაფუჭებული მე მეტენებოდა. ახლა დაგიგროვდათ ნაგავი, ჩემს სახლში შემოიტანეთ და გინდათ ისევ მე შემომტენოთ? ყველა, ვინც ცოლ-შვილს შეეხება, ყველა ლაჩარია, ხომ მეთანხმები?! - წერს სოსო გოგაშვილი.

ცნობისთვის, 18 ივლისს, თბილისის საქალაქო სასამართლომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე იმსჯელა. მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და გოგაშვილს, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეუფარდა.

გოგაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით (მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია.), 157-ე მუხლის მე-4 ნაწილით (პერსონალური მონაცემების უკანონოდ მოპოვება, შენახვა, გავრცელება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით) და 236 მუხლის მე-3 ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.

აგრეთვე, დაგაინტერესებთ:

📌 გამოკითხვა - უნდა იყოს თუ არა სამხედრო სამსახური სავალდებულო?

📌 „ელჩ დეგნანს ვურჩევდი, ყურადღება არ მიაქციოს „სამი ამიგოსა“ და „დოქტორი დუმის“ ღია წერილებს და პასუხისათვის მთავრობას მიმართოს“ - თედო ჯაფარიძე

📌 „ხელისუფლებაში შემთხვევით მოხვედრილი მდიდარი ნაძირალაა, უკრაინელი ხალხი თავის ადგილს მიუჩენს არახამიას და მისნაირებს“ - ირაკლი ზარქუა

📌 კახა კალაძე: ოჯახის შეურაცხყოფა კატეგორიულად მიუღებელია, ყველაფერზე წინ უნდა დავაყენოთ ურთიერთპატივისცემა