მთავარი

ძიება

ვიდეო

კონტაქტი

ირაკლი კობახიძე: დადგა 5 ოქტომბერი და ყველა ვართ საქართველოში, დაწყებული ბიძინა ივანიშვილით, დამთავრებული „ქართული ოცნების“ თითოეული წარმომადგენლით

ირაკლი კობახიძე

დადგა 5 ოქტომბერი და ჩავარდა დამხობის მცდელობა, ყველა ვართ საქართველოში, დაწყებული ბიძინა ივანიშვილით და დამთავრებული „ქართული ოცნების“ თითოეული წარმომადგენლით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

პრემიერის თქმით, საქართველო არ არის ის ქვეყანა, სადაც უცხოურ სპეცსამსახურებს შეიძლება, ვინმემ მისცეს ხელისუფლების დამხობის შესაძლებლობა

„ძალადობა იყო მასობრივი და მასშტაბური, ამაზე კონკრეტული პირები მკაცრად აგებენ პასუხს. დადგა 5 ოქტომბერი და ჩავარდა დამხობის მცდელობა. ყველა ვართ საქართველოში, დაწყებული ბიძინა ივანიშვილით და დამთავრებული „ქართული ოცნების“ თითოეული წარმომადგენლით.

ყველაფერი არის კარგად, ყველაფერი გაგრძელდება ძალიან კარგად, ჩვენს ქვეყანას აუცილებლად ექნება მშვიდობა და გაგრძელდება ქვეყნის განვითარება. ვინც სცადა ხელი აღემართა, ჩვენს სახელმწიფოზე უცხოელი სპეცსამსახურების მიერ ორგანიზებულ აქციაზე, ყველა მიიღებს უმკაცრეს პასუხს. საქართველო არ არის ის ქვეყანა, სადაც უცხოურ სპეცსამსახურებს შეიძლება, ვინმემ მისცეს ხელისუფლების დამხობის შესაძლებლობა“, - აღნიშნა კობახიძემ.