მთავარი

ძიება

ვიდეო

კონტაქტი

ირაკლი კობახიძე: გვაქვს უპრეცედენტო მაჩვენებელი, 80%-ზე მეტი და დაახლოებით მილიონი ხმა მივიღეთ

ირაკლი კობახიძე

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, თვითმმართველობის არჩევნებში „ქართულმა ოცნება“ ხმების 80%-ზე მეტი მიიღო.

მისი განმარტებით, უპრეცედენტო მაჩვენებელი აქვთ - მათ დაახლოებით მილიონი ხმა მიიღეს.

„მთლიანობაში, ქვეყნის მასშტაბით, „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო ხმების 80%-ზე მეტი. თითქმის დასრულებულია უკვე ხმების დათვლა. გვაქვს უპრეცედენტო მაჩვენებელი 80%-ზე მეტი და დაახლოებით მილიონი ხმა მივიღეთ. კიდევ ერთხელ მადლობა ამომრჩეველს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.