მთავარი

ძიება

ვიდეო

კონტაქტი

ირაკლი კობახიძე: ხმა მივეცი მშვიდობას, მეტ სიკეთეს, მეტ განვითარებას ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი დედაქალაქისთვის და იმ ერთადერთ პარტიას, რომელმაც შეუნარჩუნა ჩვენს ქვეყანას მშვიდობა, მოუტანა წინსვლა და განვითარება

ირაკლი კობახიძე

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში საკუთარი ხმა დააფიქსირა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, ხმა მისცა ერთადერთ მერობის კანდიდატს, რომელსაც შეუძლია მეტი სიკეთის მოტანა ჩვენი დედაქალაქისთვის. 

„ყველასთვის ცხადია, რასაც  და ვისაც მივეცი ხმა. რა თქმა უნდა, ხმა მივეცი მშვიდობას, მეტ სიკეთეს, მეტ განვითარებას ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი დედაქალაქისთვის და იმ ერთადერთ პარტიას, რომელმაც შეუნარჩუნა ჩვენს ქვეყანას მშვიდობა, მოუტანა წინსვლა და განვითარება მთელი ამ წლების განმავლობაში. ხმა მივეცი ერთადერთ მერობის კანდიდატს, რომელსაც შეუძლია მეტი სიკეთის მოტანა ჩვენი დედაქალაქისთვის და ხმა მივეცი ძალიან ღირსეულ მაჟორიტარ დეპუტატობის კანდიდატს ვაკის რაიონში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.