მთავარი

ძიება

ვიდეო

კონტაქტი

ლევან მაჭავარიანი რადიკალურ ოპოზიციაზე: ეცდებიან რომ ქვეყანა არიონ, თუმცა არავის მივცემთ ამის საშუალებას და 4 ოქტომბერი - საარჩევნო დღე ძალიან მშვიდ გარემოში ჩაივლის

ლევან მაჭავარიანი

„ეცდებიან რომ ქვეყანა არიონ, თუმცა არავის მივცემთ ამის საშუალებას და 4 ოქტომბერი - საარჩევნო დღე ძალიან მშვიდ გარემოში ჩაივლის“, - განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თბილისის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა ლევან მაჭავარიანმა „ქრონიკასთან“.

დეპუტატი რადიკალური ოპოზიციის ლიდერის გოგა ხაჩიძის სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც „ნაცმოძრაობის“ რეჟიმის მინისტრი და ყოფილი დეპუტატი თანამოაზრეებს უზიარებს და მარტივი მათემატიკური გამოთვლებით, პიკეტირების გეგმას სთავაზობს.

„13 წელია თვალყურს ვადევნებთ, თუ როგორ ცდილობენ ხელოვნური ქაოსის შექმნას ქვეყანაში. უკვე მერამდენე რევოლუციის მცდელობა ჩაუვარდათ წყალში, თვლაც ამერია. ეცდებიან რომ ქვეყანა არიონ, თუმცა არავის მივცემთ ამის საშუალებას და 4 ოქტომბერი - საარჩევნო დღე ძალიან მშვიდ გარემოში ჩაივლის. შემდეგ რა დესტრუქციის შემოტანასაც შეეცდებიან, ეს ყველაფერი აღკვეთილი იქნება. თუ კანონის ფარგლებიდან გავლენ, რაც სავსებით მოსალოდნელია, ყველა ადამიანი აგებს ამისთვის პასუხს, კანონის სრული სიმკაცრით“, - აღნიშნა მაჭავარიანმა.