დიდი ინტერესია, რომ საქართველოში არეულობა იყოს, რადგან რადიკალური ოპოზიცია ძალაუფლებაში არჩევნების გზით ვერ მოვა. შესაბამისად, მათ მხოლოდ რევოლუციური სცენარები დარჩენიათ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა განაცხადა.
მახაშვილის თქმით, აპელირება მშვიდობიან დამხობაზე, რევოლუციაზე, მხოლოდ ცარიელი სიტყვებია.
„თვითმმართველობის არჩევნები რაც უფრო მოახლოვდება, მით უფრო მეტად ვნახავთ, რომ მათ ისტერიულ ინიციატივებსა და იდეებს საზღვარი არ ექნება. ეს არის ჩვეულებრივი ისტერია. ხედავენ, რომ იმედები, რასაც მშვიდობიან დამხობაზე ამყარებდნენ, ცარიელი სიტყვები აღმოჩნდა. ამის გამო კიდევ და კიდევ ისტერიულ განცხადებებს აკეთებენ, მათ შორის იყო ბურჭულაძის განცხადებაც. გეგმა და იდეა შეიძლება, ბევრი ჰქონდეთ, რადგან ამ ნაწილში კრეატიულობა არ აკლიათ, მაგრამ ამ გეგმას აღსრულება სჭირდება.
საქართველოში 90-იანი წლები არ არის, როცა სახელმწიფო ინსტიტუტები მოშლილი იყო, დღევანდელი საქართველო 90-იანი საქართველოში ეშლებათ. სურვილი თუ აქვთ, რომ თავისი შეხედულებები კანონის ფარგლებში გამოხატონ, ამის შესაძლებლობა ექნებათ, მაგრამ აპელირება მშვიდობიან დამხობაზე, რევოლუციაზე, მხოლოდ ცარიელი სიტყვებია.
დიდი ინტერესია, რომ საქართველოში არეულობა იყოს, რადგან რადიკალური ოპოზიცია ძალაუფლებაში არჩევნების გზით ვერ მოვა. შესაბამისად, მათ მხოლოდ რევოლუციური სცენარები დარჩენიათ. ამიტომ ვამბობ, რომ მათ დღევანდელი საქართველო 90-იანების პერიოდში ეშლებათ, მათ შორის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მოწოდების სიმაღლეზეა და სახელმწიფო საფრთხეების თავიდან არიდებას შეეცდება“, – განაცხადა ლევან მახაშვილმა.