მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„მე წინადადებას ვაძლევ „ქართულ ოცნებას“, ნებაყოფლობით დათმონ ძალაუფლება და გამოაცხადონ ახალი არჩევნები“ - ნათელაშვილი

პოლიტიკოსი

„მე წინადადებას ვაძლევ „ქართულ ოცნებას“, ნებაყოფლობით დათმონ ძალაუფლება და გამოაცხადონ ახალი არჩევნები. ეს არის ერთადერთი გზა არსებული მდგომარეობის განსამუხტავად და ქვეყნის წინსვლისათვის მომავლის დიდ გზაზე,“ - ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა განაცხადა. 

მისივე თქმით, საქართველო განვითარების ახალ სტადიაზე გადავიდა და რევოლუციური ცვლილებები უკვე სახეზეა. 

„ყოველი ქართველი ოცნებობს, იხილოს ჩვენი ქვეყანა ივანიშვილის კორუმპირებული, ოკუპაციური „ქართული ოცნების“ გარეშე. მე წინადადებას ვაძლევ „ქართულ ოცნებას“, ნებაყოფლობით დათმონ ძალაუფლება და გამოაცხადონ ახალი არჩევნები. ეს არის ერთადერთი გზა არსებული მდგომარეობის განსამუხტავად და ქვეყნის წინსვლისათვის მომავლის დიდ გზაზე. სხვა შემთხვევაში ახალგაზრდები, სტუდენტები და ქართველი ხალხი არ დაუშვებენ იმას, რისი იმედიც ჰქონდა მმართველ რეჟიმს. რევოლუციური შედეგი და ცვლილება, მათ შორის გეოპოლიტიკურად სახეზეა. არამარტო საქართველო გადავიდა განვითარების ახალ სტადიაზე, ამ დღეების წყალობით, არამედ პოსტსაბჭოთა სივრცეც გათავისუფლდა რუსული ანექსიის საშიშროებისგან, რასაც მოსკოვი აპირებდა ამ აგენტების კანონის მეშვეობით“, - განაცხადა ნათელაშვილმა.  

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔴 რაზე ისაუბრა ზურაბიშვილმა ბაიდენის მრჩეველთან - თეთრი სახლი განცხადებას ავრცელებს

🔴 „კატეგორიულად არ ვეთანხმები „გირჩს“ იმაში, რომ სამხედრო გაწვევა უნდა გავაუქმოთ“ - ელისაშვილი