მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლეზე გადის ამ ქვეყნის დასავლური მომავალი - ნიკა მელია

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე

„ეს ბრძოლა არ შენელდება, ეს ბრძოლა დამთავრდება გამარჯვებით. ბრძოლა იქნება უკომპრომისო“, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ ზუგდიდში, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ სოლიდარობის აქციაზე განაცხადა.

მისი თქმით, საქართველო მორალურ და ისტორიულ გზაგასაყარზეა.

„დღეს 2023 წელს საქართველო იმყოფება ისტორიულ, მორალურ და ფასეულობით გზაგასაყარზე, სადაც სურათი უსაშველოდ გაფართოვდა და ამ გაფართოებული სურათით ძალიან ცხადად გამოჩნდა ის რეალობა, რომელშიც ჩვენ ვიმყოფებით. დღეს ჩვენი მოქმედებით, ჩვენი უმოქმედობით ყველანი ვაკეთებთ არჩევანს, არჩევანს - მტკივნეულ საბჭოურ წარსულსა და ევროპულ მომავალს შორის, არჩევანს ვაკეთებთ სიცოცხლესა და სიკვდილს შორის. ეს დღე ნამდვილად ისტორიულია, მსგავსი პრეცედენტი მე არ მახსოვს.

დღეს მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლეზე გადის ამ ქვეყნის დასავლური მომავალი. ჩვენ ვიხილეთ ის მტკივნეული რეალობა, რომელშიც საქართველოს მოქალაქეები აღმოვჩნდით 29 წლის წინ, როდესაც ქვეყნის პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია ტრაგიკულად დაიღუპა. ამ ტრაგედიამ განსაზღვრა საქართველოს მომდევნო ბედი. ასევე, მნიშვნელოვან და ძალიან სახიფათო გზაგასაყარზე ვდგავართ ახლა ჩვენ. ეს ბრძოლა არ შენელდება, ეს ბრძოლა დამთავრდება გამარჯვებით. ბრძოლა იქნება უკომპრომისო“, - აცხადებს ნიკა მელია. 

შეგახსენებთ, საქართველოს 8 ქალაქში მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია იმართება.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 „ნაცებმა“ 100-კაციანი არმია გაშალეს, წინასაარჩევნო მასკარადი აქვთ - ირაკლი ზარქუა

👉 საერთოდ სევდიანი ბედი აქვთ პრეზიდენტებს საქართველოში, ყველაფერი გამოიყურება როგორც პოლიტიკური ანგარიშსწორება სააკაშვილის მიმართ - მარკ ფეიგინი

👉„მინდა, პოლიტიკაში მორალი დაბრუნდეს, ეს ომი მიხეილის სიცოცხლისთვის არის ბრძოლა პოლიტიკაში მორალისა და ღირებულებების დაბრუნებისთვის“ - არესტოვიჩი

👉 „პუტინს რომ სურს სააკაშვილის მოკვლა, ამაში ეჭვი არ მეპარება, ეს აშკარაა“ - მარკ ფეიგინი

👉 „ბედობის დღეა, მაგრამ კარგი არაფერი არ დაგვებედა“ - გიული ალასანია