საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ ევროკავშირს არ შეუძლია მოლდოვა და უკრაინა ერთმანეთისგან გამიჯნოს, ამიტომ სურს, მათ სტატუსზე პოზიტიური სიგნალი გაუგზავნოს. მისი თქმით, მოლაპარაკებების მაგიდაზეა საქართველოც, რომელიც როგორც მაკრონმა აღნიშნა „გეოპოლიტიკურად განსხვავებულ ადგილზეა“.
„მოლდოვის სურვილი ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ სრულად ლეგიტიმურია. მინდა, რომ ჩვენ გავაგზავნოთ მკაფიო და პოზიტიური სიგნალი, მაგრამ ჩვენ უნდა დავამყაროთ ერთსულოვნება ევროკავშირის წევრებს შორის. არ ვფიქრობ, რომ ჩვენ შეგვიძლია, გამოვყოთ მოლდოვა უკრაინისგან იმ პერსპექტივით, რაც ჩვენ გვაქვს,“ - განაცხადა მაკრონმა.
საფრანგეთის პრეზიდენტმა, ასევე, აღნიშნა, რომ საქართველოს საკითხიც იქნება მოლაპარაკების მაგიდაზე, როგორც პოტენციური კანდიდატი ქვეყანა, რომელიც, მისი თქმით, „გეოპოლიტიკურად განსხვავებულ ადგილზეა“.
ასევე დაგაინტერესებთ:
👉 გამოკითხვა - მივიღებთ თუ არა კანდიდატის სტატუსს?
👉 „შეერთებულმა შტატებმა უნდა გააცნობიეროს, რომ რუსეთთან ბრძოლა უშედეგოა“ - პუტინის პრესმდივანი
👉 მტერი ამზადებს შეტევას ერთ-ერთი მიმართულებით - გენერალური შტაბი