მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მშობლის ცოდვების შვილისთვის წამოძახება არასწორია, გინდა არახამიამ ქნას ეს, გინდა განდიმ - ზურაბ ჯაფარიძე

გირჩი მეტი თავისუფლების ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე

„გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე მმართველი გუნდის თავმჯდომარეს და „მთავარის“ ჟურნალისტს შორის მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა. 

„მშობლის ცოდვების შვილისთვის წამოძახება არის არასწორი, გინდა არახამიამ ქნას ეს, გინდა განდიმ,
ზოგადად ასეა. ამ ქვეყანაში ვინმეს წინაპრისთვის „კაგებეშნიკის“ დაძახება და ამით დისკრედიტაციის მცდელობა, არის ერთი მხრივ გახუნებული, მეორე მხრივ კი - უაზრობა. 

აქ დღეს ვინც ვცხოვრობთ, ჩვენი ყველას წინაპრები ან სისტემის ჯალათები იყვნენ („კაგებეშნიკები“) ან სისტემის მონები. სხვა ყველა, ვინც სისტემის ჯალათობასა და მონობაზე უარი თქვა, საბჭოთა სისტემამ გასრისა და გაანადგურა.

რომელი სჯობს, სისტემის ჯალათობა თუ მონობა - ჩემი აზრით ერთის დედაც და მეორესიც, მაგრამ ასეთი ხალხი ვცხოვრობთ დღეს აქ. ასეთი ხალხი ვწვალობთ რომ ვისწავლოთ ხელახლა რას ნიშნავს თავისუფლება. ამიტომ ახერხებენ აქ ძალაუფლების მოყვარულები ერთპიროვნული მმართველობის სისტემაზე მოჯდომას - მარტივია ჯალათების და მონების პოვნა“, - წერს ჯაფარიძე. 

ცნობისთვის, „მთავარი არხის“ ჟურნალისტმა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს ირაკლი კობახიძეს უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლის, დავით არახამიას სიტყვების შეფასება სთხოვა და ჰკითხა, არის თუ არა ირაკლი კობახიძის მამა „კაგებეს“ აგენტი, რაზედაც ირაკლი კობახიძემ უპასუხა: „კაგებეს“ აგენტი მამაშენია“:

„ქალის სახე დაკარგე. პირი მოიწმინდე, სააკაშვილივით გაქვს პირი, დაემსგავსე მართლა ყველაფრით შენს ბელადს... შენ ხარ არახამია, როგორც ის არ არის კაცი, ისე შენ არ ხარ ქალი, „ნაცმოძრაობის“ გულისთვის დაკარგე სახე“, - უთხრა კობახიძემ ჟურნალისტს.

ამავე თემაზე: 

🔴 კითხვის დასმისას ყბა აუკანკალდა და პირზე დუჟი მოადგა - ირაკლი კობახიძე „მთავარის“ ჟურნალისტზე