მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„პარტიაში ფიზიკურ დაპირისპირებას ადგილი არ ჰქონია“ - მელია

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია აცხადებს, რომ პარტიის ოფისში ფიზიკური დაპირისპირება არ მომხდარა და პარტიის წევრებს დასაპირისპირებელი არაფერი არ აქვთ. 

მისივე თქმით, მხარეებს აზრთა სხვადასხვაობა და „იდეათა ჭიდილი“ აქვთ, თუმცა ამის გამო ფიზიკურ დაპირისპირებას ადგილი არ ჰქონია. 

„არანაირ დიდ დაპირისპირებას პარტიაში ადგილი არ აქვს, მით უფრო ფიზიკურ, პერსონალურ დაპირისპირებას. არის იდეათა ჭიდილი, ბრძოლა ხედვებს შორის. მე ვფიქრობ, რომ ეს არის ძალიან ნორმალური. ცხარე კამათი, ცხარე დისკუსია და ფიზიკური დაპირისპირება იგივე არ არის. ასეთ შემთხვევას ადგილი რომ ჰქონოდა, სისხლის სამართლის დანაშაული იქნებოდა და ამას თუ ვინმე გამოიყენებდა, პირველ რიგში „ქართული ოცნება“ იქნებოდა. „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში ასეთი რამე მოხდეს და „ქართულმა ოცნებამ“ ეს ვერ გაიგოს? მსგავსი რამ არ არსებობს. მათი მუშაობის მთავარი მიმართულება ოპოზიციის თვალთვალი და მიყურადებაა. ზოგადად დასაპირისპირებელი ერთმანეთთან არაფერი არ გვაქვს, იდეათა ჭიდილი კი ბატონო. არცერთ ჩვენგანს, მათ შორის მეც, მაღალი წარმოდგენა ჩვენს თავზე არ გვაქვს, თუმცა თავმდაბლობას არ მივმართავ და ვიტყვი, რომ საკუთარი და თანაპარტიელების როლის მნიშვნელობა ნამდვილად მაქვს დანახული“, - განაცხადა ნიკა მელიამ „ტვ პირველის“ ეთერში. 

ცნობისთვის, გავრცელებული ინფორმაციით, „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში პარტიის სამოქალაქო აქტივისტებსა და ნიკა მელიას შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.