მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„რა სჭირს სააკაშვილს ისეთი მძიმე, რომ აუცილებელია სასჯელის გადავადება, ადამიანს არ მოსწონს ციხეში ჯდომა“ - ბექა დავითულიანი

„ქართული ოცნების“ სიის წევრი ბექა დავითულიანი - Pia.ge

„რა სჭირს სააკაშვილს ისეთი მძიმე, რომ აუცილებელია სასჯელის გადავადება, ასეთი ინფორმაცია არ გამაჩნია, ადამიანი ზის და არ მოსწონს ციხეში ჯდომა“, - ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა  ბექა დავითულიანმა განაცხადა. 

დავითულიანი სააკაშვილის მოუწოდებს, თავის  ჯანმრთელობას გაუფრთხილდეს და საჭმელი მიირთვას. 

„რა სჭირს მიხეილ სააკაშვილს ისეთი მძიმე, რომ აუცილებელია სასჯელის გადავადება, ასეთი ინფორმაცია არა თუ მე, არამედ მის ოჯახის წევრებსაც არ გააჩნია. ვერსად მძიმე დაავადებას ვერ ასახელებენ და მე საიდან უნდა გამაჩნდეს ასეთი ინფორმაცია? ადამიანი ზის და არ მოსწონს ციხეში ჯდომა. მესმის, არ უნდა ჩაიდინო ისეთი რამე, რომ მერე ციხეში ჯდომა გაგიჭირდეს. მიხედოს თავის თავს, თავის ჯანმრთელობას და ფსიქიკას. მიირთვას და გახდეს ცოტა უკეთ“, - აცხადებს მმართველი გუნდის წევრი. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

✔️ „სააკაშვილი ისტორიაში შევა, როგორც სისხლიანი რეჟიმის დამფუძნებელი, ადამიანი, რომელმაც შექმნა უბედურება ქვეყანაში“ - კახა კალაძე

✔️ პუტინი დამპირდა, რომ მომკლავდა, ციხეში გამიშვეს, ვკვდები, ცოტა დრო დამრჩა - სააკაშვილის წერილი ემანუელ მაკრონს

✔️ გამოდით ოთახებიდან, ხაშურში ვარ, პარტიის მხარდამჭერებს ვხვდები - მინდა ნუგზარ წიკლაურს ვკითხო, ოდესმე ნიკა მელია თუ შეხვედრია ამ ხალხს? - ლევან ხაბეიშვილი

✔️ რანაირად უნდა გამოუშვან, ციხეს შეანგრევენ, გაანგრევენ და გამოიყვანენ, თუ რა? ობიექტურად თუ გვინდა, შევხედოთ, სააკაშვილს არ გამოუშვებენ - ალეკო ელისაშვილი

✔️ ოპოზიცია უნდა გამოვიდეს პარლამენტიდან, ყველაფერი დაემხოთ თავზე ევროკავშირში კანდიდატობის სტატუსის ჩათვლით, ახლა რაღას სხედან იქ? - შალვა ნათელაშვილი