მთავარი

ძიება

ვიდეო

კონტაქტი

რუსულ სპეც-სამსახურებთან თანამშრომლობას ხშირად სწორედ ის ხალხი მაბრალებს, ვისაც თავისი ბიოგრაფია სავსე აქვს ქვეყნის მტრებთან კოლაბორაციის მაგალითებით - მერაბიშვილი

შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრი

რუსულ სპეც-სამსახურებთან თანამშრომლობას ხშირად სწორედ ის ხალხი მაბრალებს, ვისაც მთელი თავისი ბიოგრაფია სავსე აქვს ჩვენი ქვეყნის მტრებთან პირდაპირი თუ ირიბი კოლაბორაციის მაგალითებით, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ყოფილი შს მინისტრი ვანო მერაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს. 

👉 გირგვლიანის საქმე არაობიექტურად შუქდებოდა, ვნანობ, რომ შს მინისტრი არ გავათავისუფლე - სააკაშვილი

👉 გამორიცხული არ არის, რომ ხალხი, რომელმაც 2021 წლის ოქტომბერში, საქართველოში ჩემი დაბრუნება დაგეგმა, რუსეთის ჩანერგილი აგენტები იყვნენ - მიხეილ სააკაშვილი

მერაბიშვილი ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გერმანულ გამოცემა „შპიგელთან“ ინტერვიუს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ „მახინჯი ინტერპრეტაციის უყურადღებოდ დატოვება არ შეუძლია“.

„მინდა გამოვეხმაურო დღეს აგორებულ მორიგ ტალღას ჩემთან მიმართებაში. წარსულში შეცდომები დამიშვია, მაგრამ პასუხისმგებლობას არასოდეს გავქცევივარ. სამარტოო საკანში გატარებულმა 7 წელმა ბევრი დრო მომცა, მათ შორის, საკუთარი პასუხისმგებლობის გააზრებისათვის.

სტრასბურგის ევროპული სასამართლოს დიდმა პალატამ დაადგინა, რომ პატიმრობის გამოყენების მიზანი იყო, მიეღო იძულებითი ჩვენება ჩემგან, მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ.

აქამდე ბევრ სხვა ტიპის უბინძურეს ცილისწამებაზე კომენტარიც კი არ გამიკეთებია, მაგრამ ახლა ჩემი მეგობრის, უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის ინტერვიუს, მახინჯი ინტერპრეტაციის უყურადღებოდ დატოვება უბრალოდ არ შემიძლია.

რუსულ სპეც-სამსახურებთან თანამშრომლობას ხშირად სწორედ ის ხალხი მაბრალებს, ვისაც მთელი თავისი ბიოგრაფია სავსე აქვს ჩვენი ქვეყნის მტრებთან პირდაპირი თუ ირიბი კოლაბორაციის მაგალითებით. ვწუხვარ, რომ მიწევს ამის თქმა, მაგრამ დამაბრალო ის, რასაც მთელი ცხოვრება ვებრძოდი, არის ამორალური და უსინდისო საქციელი.

უკრაინის გარდა, არცერთ ევროპულ სპეცსამსახურს არ მიუყენებია იმხელა ზიანი რუსული სპეცსამსახურებისთვის, როგორიც ჩვენმა შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიაყენა.

რუსეთი მტერია, უკრაინა გაიმარჯვებს და მასთან ერთად, დარწმუნებული ვარ, საქართველოც გავა სამშვიდობოზე.
სკამისა და არჩევნების გამო, არ შეიძლება ყველაფერი იკადრო!“, - წერს სოციალურ ქსელში მერაბიშვილი.

 

👉 გამორიცხული არ არის, რომ ხალხი, რომელმაც 2021 წლის ოქტომბერში, საქართველოში ჩემი დაბრუნება დაგეგმა, რუსეთის ჩანერგილი აგენტები იყვნენ - მიხეილ სააკაშვილი

👉 გლდანში „ნაცმოძრაობის“ შტაბს ვანო მერაბიშვილი ანგრევდა, ეს ადამიანი ჩემთვის ზიანის მომტანია - ნიკა მელია