მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საქართველოში ერთი ექიმი მაინც არ მოიძებნა, რომელსაც ნევროზის მკურნალობა შეუძლია? - თალაკვაძე სააკაშვილზე

პარლამენტის წევრი არჩილ თალაკვაძე

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე არჩილ თალაკვაძე „ნაციონალური მოძრაობის“ თავდებობით მიხეილ სააკაშვილის უცხოეთში სამკურნალოდ გადაყვანას გამოეხმაურა. მისი თქმით, სააკაშვილი პატიმარია და ამის საჭიროება არაა. გარდა ამისა, მან სააკაშვილის ადვოკატებს მოუწოდა, რომ გაასაჯაროონ სამედიცინო მონაცემები.

„მიხეილ სააკაშვილი, ისევე როგორც სხვა ყველა პირი, ვინც პატიმრობაში იმყოფება, იღებს და მიიღებს მომავალშიც ადეკვატურ სამედიცინო მომსახურებას და ამას უზრუნველყოფს სახელმწიფო. სხვა ნებისმიერი საკითხი გახლავთ, რა თქმა უნდა, სპეკულაცია. დაპატიმრებულია და დამატებით რაღა საჭიროა „ნაციონალური მოძრაობის“ თავდებობა? საჯაროდ მივმართეთ სააკაშვილის დაცვის მხარეს, რომ გასცენ თანხმობა სამედიცინო მონაცემების გასაჯაროებაზე. ჩვენ გვაინტერესებს, რამდენად თანამშრომლობს ექიმებთან და იღებს თუ არა მკურნალობას, რომელიც ენიშნება. რა მკურნალობა სჭირდება ისეთი, რომელიც საქართველოს ყველა დაწესებულებას არ შეუძლია. საქართველოში ერთი ექიმი მაინც არ მოიძებნა, რომელსაც ნევროზის მკურნალობა შეუძლია, თუ რა ხდება? ეს სპეკულაციები რისთვის არის დაგეგმილი?“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.