„ევროკავშირში ჩვენს ქვეყანას და ჩვენს ხალხს უამრავი მეგობარი ჰყავს, ისინი ყველაფერს აკეთებენ, რომ გადარჩეს ამ ქვეყნის ევროპული პერსპექტივა,“ - ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა სალომე სამადაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
„ძვირფასო მეგობრებო, მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებაში დღეს არიან რუსეთის მოკავშირეები, რომლებიც რუსეთის დავალების შესრულებას ცდილობენ და სურთ ჩაშალონ კანდიდატის სტატუსი, დღეს ევროკავშირში ჩვენს ქვეყანას და ჩვენს ხალხს უამრავი მეგობარი ჰყავს. ეს მეგობრები ყველაფერს აკეთებენ, რომ გადარჩეს ამ ქვეყნის ევროპული პერსპექტივა. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია სრული საზოგადოებრივი კონსოლიდაცია, რომ ჩვენ ხელისუფლებას არ მივცეთ საშუალება წაგვართვან შანსი ვიცხოვროთ ევროპულ საქართველოში“, - აღნიშნა სამადაშვილმა.
მისივე თქმით, სწორედ ამიტომ მიესალმება ყველა ინიციატივას, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტი აჟღერებს.