მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

შევხვდი დეპუტატებს, ყოფილ ქართველ პოლიტიკოსებს, ყველა მათგანი დაინტერესებულია, რომ ეს საკითხი მოგვარდეს - კალაშნიკოვი ფრენების აღდგენაზე

დუმის დეპუტატი

„ჩემი სურვილია, ფრენები ხვალვე აღდგეს, ავიამიმოსვლის აღდგენის დრო აღდგა“, - ამის შესახებ რუსეთის დუმის დეპუტატმა ლეონიდ კალაშნიკოვმა ტელეკომპანია „ფორმულასთან“ სატელეფონო საუბრისას განაცხადა. 

დუმის დეპუტატი აცხადებს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით ყოფილ ქართველ პოლიტიკოსებს შეხვდა, თუმცა მათ სახელებს და გვარებს არ ასახელებს. 

კალაშნიკოვი აცხადებს, რომ საქართველოს მხრიდან  ოფიციალურ ჩინოვნიკებს არ შეხვედრია.  

„ჩემი სურვილია, რომ ფრენები ხვალვე აღდგეს. მქონდა შეხვედრები რუსეთის მაღალი თანამდებობის პირებთან , ვერ დაგისახელებთ მათ, მაგრამ ეს საკითხი ყველა შეხვედრებზე წამოვწიე და ვთქვი, რომ ავიამიმოსვლის აღდგენის დრო აღდგა, მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ ქართველების რიცხვს რუსეთში და, ასევე, რუსეთის მოქალაქეების გაზრდილ რაოდენობას, რომლებიც საქართველოში მოგზაურობენ. 

ასევე, ვთქვი, რომ უნდა მივუახლოვდეთ ვიზების გაუქმებასაც, მაგრამ გასაგებია, რომ ორივე საკითხი აღმასრულებელი ხელისუფლების, ანუ ტრანსპორტის სამინისტროსა და საგარეო საქმეთა უწყების კომპეტენციაშია. მაგრამ პოლიტიკურ ზეწოლას ჩვენი მხრიდან დიდი წონა აქვს. როდის მოხდება ეს, ვერ გეტყვით.

საქართველოს მხრიდან  ოფიციალურ ჩინოვნიკებს არ შევხვედრივარ, მაგრამ მქონდა შეხვედრები პოლიტიკოსებთან, მათ შორის, ყოფილ დეპუტატებთან, არ დავასახელებ მათ ვინაობას. მესმის, რომ გაინტერესებთ, გინდათ, ეს დაწეროთ მედიაში, რომ შემდეგ მათზე ზეწოლა მოხდეს, მაგრამ ამ ადამიანებს დარტყმის ქვეშ არ დავაყენებ.

გეტყვით, რომ შევხვდი პოლიტიკოსებს, ყოფილ დეპუტატებს, ასევე, ყოფილ ქართველ პოლიტიკოსებს, ყველა მათგანი დაინტერესებულია, რომ ეს საკითხი მოგვარდეს. ამას დამტკიცებაც არ სჭირდება. რუსები ხომ დადიან საქართველოში ვიზების გარეშე, უცნაური იქნებოდა, რომ საქართველოს ხელისუფლებას უარი ეთქვა ქართველებისთვის ვიზების გაუქმებაზე. დიახ, გიდასტურებთ, ნამდვილად ვართ ამ საკითხის მოგვარების ზღვარზე“, - აცხადებს რუსეთის დუმის დეპუტატი. 

შეგახსენებთ, 22 მარტს ლეონიდ კალაშნიკოვმა  განაცხადა, რომ რუსეთი და საქართველო პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენისა და ვიზების გაუქმების ზღვარზე არიან.

ამასთან, რუსეთის ფედერაციის ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილემ დიმიტრი ვოლვაჩმა განაცხადა, რომ 2022 წელს რუსეთი საქართველოს მთავარი სავაჭრო პარტნიორი გახდა.

ასევე დაგაინტერესებთ:

👉 საქართველო და რუსეთი პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენის ზღვარზე არიან - რუსეთის დუმა 

👉„ნაციონალურ მოძრაობაში“ ცოტა პოლიტიკოსია და არ ესმით, პარლამენტში რა უნდა აკეთონ“ - სანდრო რაქვიაშვილი

👉 რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ აკეთებს, ეს არის პოლიტიკური სუიციდი - რაქვიაშვილი ოპოზიციის საპარლამენტო ბოიკოტზე

👉 „მდინარეშიც და ყველგან ეძებენ“ - ბოლნისში მეორე დღეა დაკარგულ 9 წლის ბიჭს ეძებენ

👉 ან შემოდი, ან გადი, ზღურბლზე დგომა რა ხილია, ვერ გავიგე, გამჭოლმა ქარმა გაციება იცის - გოცირიძე ოპოზიციის საპარლამენტო ბოიკოტზე