მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„სიმართლე აღმოჩნდა, რომ დიდი ცემა-ტყეპა და საქმის გარჩევები იყო „ნაციონალურ მოძრაობაში“ - ირაკლი ზარქუა მელიას განცხადებაზე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ზარქუა Pia.ge

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ზარქუა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც საქართველოს პირველი არხის ეთერში ყოფილ თავდაცვის მინისტრ დავით კეზერაშვილზე ისაუბრა.

ზარქუას თქმით, „ნაციონალურ მოძრაობაში“ აქამდე კეზერაშვილის ხოტბას ასხამდნენ, ახლა კი ლანძღავენ.

„სიმართლე აღმოჩნდა ინფორმაცია, რაც ვრცელდებოდა, რომ რამდენიმე დღის წინ ძალიან დიდი ცემა-ტყეპა და საქმის გარჩევები იყო „ნაციონალურ მოძრაობაში“. ნიკა მელია და მისი მიმდევრები აქამდე კეზერაშვილს ხოტბას ასხამდნენ, თითქოს ის იყო დემოკრატიის შუქურა, გადამრჩენელი და ახლა თურმე მიუღებელია, უკუსვლა და ანტიდემოკრატიული პროცესია მასთან სიახლოვე. ვერ ჩამოყალიბდნენ, არ იციან, რა ქნან. ხან აგინებენ, ხან ლანძღავენ. ამ კაცს ის ფულები დაუბრუნონ უკან, რაც ამდენი ხნის განმავლობაში გამოართვეს თავდაცვის სამინისტროსგან და ჩვენი ჯარისკაცებისგან მოპარული ფული. შემდეგ იქნება გულწრფელი მელია. ახლა, როცა ერთმანეთში რაღაცები ვერ გაიყვეს, აღმოჩნდა, რომ თურმე მიუღებელია. ესეც მათი შიდა სამზარეულოა. საცოდაობაა, მთავარი ოპოზიციური პარტია გერქვას და პარტიაში ასეთი ბალაგანი გქონდეს“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

ცნობისთვის, მელიამ განაცხადა: „რაც უფრო შორს იქნება პოლიტიკური სპექტრისგან კეზერაშვილი, მით უკეთესი იქნება პირადად მისთვის და ქართული პოლიტიკური ცხოვრებისთვის, მით უფრო ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში“.

აგრეთვე დაგაინტერესებთ: 

👉 ალენ დელონი ვოლოდიმირ ზელენსკისთან ინტერვიუს გამართავს

👉 „ტყვეობიდან გათავისუფლებულებს შორის არიან ისეთებიც, რომლებსაც რუსებმა სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს“ - რუსეთმა უკრაინელი ტყვეები გაათავისუფლა

👉 ჯო ბაიდენის გაეროს გენერალურ ასამბლეაზე გამოსვლა აბსოლუტურად უხამსად მიმაჩნია - მარია ზახაროვა