„მინდა, ნათია თურნავას და ეროვნული ბანკის მთელ გუნდს მადლობა ვუთხრა, ასევე, საპარლამენტო გუნდს. ჩვენ შევძელით, რომ ეროვნულ ბანკი ამ კოლაფსისგან გადავარჩინეთ“, - ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა ირაკლი ზარქუამ განაცხადა.
ზარქუას თქმით, სწორ ეკონომიკურ პოლიტიკას ატარებს მთავრობა, ეროვნული ბანკი და, შესაბამისად, შედეგიც არის ეს.
„წინა მოწვევის დროს, როდესაც შეტევა იყო ეროვნული ბანკზე, გახსოვთ, ერთდროულად დატოვეს თანამდებობები და ფაქტობრივად, კოლაფსის წინაშე დადგა ეროვნული ბანკი. მე მინდა ნათია თურნავას და ეროვნული ბანკის მთელ გუნდს მადლობა ვუთხრა, ასევე, საპარლამენტო გუნდს. ჩვენ შევძელით, რომ ეროვნულ ბანკი ამ კოლაფსისგან გადავარჩინეთ.
თქვენ ნახეთ, რომ მიუხედავად იმისა, რომ რადიკალების ე.წ. ექსპერტები წინასწარ მოთქვამდნენ ლარის ჩამოქცევას, ეროვნული ბანკის ჩამოქცევას, გაუფასურებას, უბედურებებს, საპირისპირო ხდება.
ლარი მყარია, ეკონომიკური ზრდა გვაქვს მაღალი, ინფლაციაც იმ ნიშნულზეა, რაც არის დაგეგმილი და რაც მთავარია, გაივსო და ისტორიულ მაქსიმუმზეა ჩვენი ეროვნული ბანკის სახელმწიფო რეზერვები. ეს მიუთითებს იმაზე, რომ სწორ ეკონომიკურ პოლიტიკას ატარებს მთავრობა, ეროვნული ბანკი და შესაბამისად, შედეგიც არის ეს“, - აღნიშნა მმართველი გუნდის დეპუტატმა.