გამოკითხვა - თქვენი შეფასებით, რომელია ყველაზე წარმატებული სპორტი საქა...
ისტორიულად, საქართველო
ცნობილია სპორტული
კულტურით, ჯერ კიდევ
უძველესი იბერია
რომაელთათვისაც კი
ცნობილი იყო თავისი
ფიზიკური აღზრდის
მეთოდებით. საქართველოში
ყველაზე პოპულარული
სპორტის სახეობებია:
ფეხბურთი, კალათბურთი,
რაგბი, ჭიდაობა, ძიუდო და
ძალოსნობა. XIX საუკუნეში
საქართველოში, ასევე,
სპორტის პოპულარული
სახეობები იყო: ცხენბურთი
და ლელობურთი.
საქართველოში ყოველთვის
ექცეოდა ყურადღება
ფიზიკურ მომზადებას,
ჭიდაობა და „ხმალაობა“
შედიოდა მეომართა
ვარჯიშებში, მათ
ეწოდებოდათ „თამაშობანი“.
ასეთივე პრინციპით
მიმდინარეობდა ბავშვთა
აღზრდა.