დღეს გარდაბნის საბავშვო ბაგა-ბაღებში ახალი სასწავლო წელი დაიწყო. ინფორმაციას გარდაბნის მერია ავრცელებს.
გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით კარგარეთელმა, საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე თამარ ხაჩიძესთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ქალაქ გარდაბნის N3 საბავშვო ბაღის აღსაზრდელებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცა და ბაღის შენობა დაათვალიერა.
აღსანიშნავია, რომ საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამის ფარგლებში, მარტყოფისა და სართიჭალის ადმინისტრაციულ ერთეულებში 300 ბავშვზე გათვლილი, ევროსტანდარტების შესაბამისი ორი საბავშვო ბაღის მშენებლობა დასრულდა, ხოლო ლემშვანიერას საბავშვო ბაღს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა.