ქედის მუნიციპალიტეტის, სოფელ მერისში, ტურისტული მნიშვნელობის საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა. ინფორმაციას აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
„გუნდაური-გარეტყეს მიმართულებით 2,4 კმ საავტომობილო გზაზე ასფალტბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.
აღნიშნული გზა სოფელ გარეტყესა და მეძიბნას დაუკავშირდება. რეაბილიტირებული გზით 50 ადგილობრივი ოჯახი ისარგებლებს“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.