მთავარი

ძიება

ვიდეო

კონტაქტი

ქედის მუნიციპალიტეტში სასწავლო პროცესი ყველა საჯარო სკოლაში განახლდა

ქედის მუნიციპალიტეტში სასწავლო პროცესი განახლდა

ახალი სასწავლო წლის დაწყების ღონისძიებას დაბა ქედის და აქუცის საჯარო სკოლაში მუნიციპალიტეტის მერი როლანდ ბერიძე აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატთან მამუკა თურმანიძესთან, აჭარის განათლების მინისტრის მოადგილესთან რაუშან ბეჟანიძესთან და საკრებულოს თავმჯდომარის პირველ მოადგილესთან რომან დავითაძესთან ერთად დაესწრო.

„გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას მოსწავლეებს, პედაგოგებს და მშობლებს. განსაკუთრებული სითბოთი მივულოცავ პირველკლასელებს, ვისთვისაც დღეს პირველად დაირეკა ზარი. ეს დღე მათი ცხოვრების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ეტაპის დასაწყისია. გისურვებთ ნაყოფიერ და წარმატებულ წლებს. თქვენი ცოდნა და მიზანდასახულობა უდიდესი ღირებულებაა საქართველოს განვითარებისთვის”, - აღნიშნა მუნიციპალიტეტის მერმა როლანდ ბერიძემ.

ქედის მუნიციპალიტეტში სასწავლო პროცესი ყველა საჯარო სკოლაში განახლდა. წელს საჯარო სკოლებში 136 პირველკლასელია რეგისტრირებული.