მთავარი

ძიება

ვიდეო

კონტაქტი

შუახევის მუნიციპალიტეტის ბაგა-ბაღებში ახალი სასწავლო-აღმზრდელობითი წელი დაიწყო

შუახევის მუნიციპალიტეტის ბაგა-ბაღებში ახალი სასწავლო-აღმზრდელობითი წელი დაიწყო

შუახევის მერმა ომარ ტაკიძემ, საკრებულოს თავმჯდომარე როსტომ ლორთქიფანიძესთან ერთად დაბის, ჭვანისა და ხაბელაშვილების ბაგა-ბაღის აღსაზრდელებსა და აღმზრდელებს, სასწავლო-აღმზრდელობითი წლის დაწყება მიულოცა და წარმატებები უსურვა. ინფორმაციას შუახევის მერია ავრცელებს. 

მერიის ცნობით, მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში ყველა პირობაა შექმნილი, რომ პატარებმა მიიღონ შესაბამისი სკოლამდელი განათლება. სააღმზრდელო და საგანმანათლებლო პროცესი გეგმის შესაბამისად მიმდინარეობს, რომელიც მოიცავს ბავშვების განვითარებაზე ორიენტირებულ ღონისძიებებსა და აქტივობებს.

მიმდინარე წელს რეაბილიტაცია ჩაუტარდა ხიჭაურის, შუბნის, დღვანისა და ხაბელაშვილების ბაღებს. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოწესრიგდა ბაღის ეზოები და სათამაშო მოედნები. განახლდა ავეჯი, შეძენილი იქნა საბავშვო ლიტერატურა, სათამაშოები, ჰიგიენური საშუალებები და სხვა საჭირო ინვენტარი.

მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს ბარათაულისა და ბუთურაულის საბავშვო ბაღებში.ბაგა-ბაღების გაერთიანების დაქვემდებარებაში 15 ბაგა-ბაღი და 8 ალტერნატიული ჯგუფია, სადაც ირიცხება 277 აღსაზრდელი.