მთავარი

ძიება

ვიდეო

კონტაქტი

შუახევის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში ახალი სასწავლო წელი დაიწყო

ახალი სასწავლო წელი

შუახევის მერი ომარ ტაკიძე ჭვანისა და ხაბელაშვილების საჯარო სკოლებში გამართულ ღონისძიებას დაესწრო. მოსწავლეებსა და პედაგოგებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა და ნაყოფიერი წელი უსურვა. ინფორმაციას შუახევის მერია ავრცელებს.

მერიის ცნობით, მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლები ახალ სასწავლო წელს მომზადებული შეხვდნენ. სკოლები უზრუნველყოფილია ინტერნეტით, შესაბამისი საგანმანათლებლო რესურსითა და ინვენტარით. მოწესრიგებულია ინფრასტრუქტურა და ყველა სკოლა ჩართულია ერთიან საგანმანათლებლო ქსელში.

76 პირველკლასელს პორტაბელური კომპიუტერი, ხოლო საჯარო სკოლის მოსწავლეებს, სახელმძღვანელოების სრული პაკეტი გადაეცათ. მიმდინარე წელსაც, ყველა მოსწავლე ისარგებლებს ტრანსპორტირების პროგრამით.

შუახევში 43 საჯარო და საქართველოს საპატრიარქოს ხიჭაურის წმინდა გრიგოლ ხანძთელის სახელობის კერძო სკოლაა, სადაც ირიცხება 1246 მოსწავლე.

ომარ ტაკიძესთან ერთად, ახალი სასწავლო წლის დაწყება საკრებულოს თავმჯდომარე როსტომ ლორთქიფანიძემ და თვითმმართველობის წარმომადგენლებმა მიულოცეს.