რიკოთის უღელტეხილზე, ავტობანის მონაკვეთზე, ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.
არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს სატვირთო და მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა, რასაც ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
როგორც Newshub.ge-ს შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
ავარიის გამო, თბილისი-სენაკი-ლესელიძის მაგისტრალის გარკვეულ მონაკვეთზე საცობი იყო.