რაჭაში, ამბროლაურში 60 წლამდე კაცი ნათესავებმა შეშის ნაჭრით მოკლეს.
გავრცელებული ინფორმაციით, კაცი ნათესავებთან სტუმრად იმყოფებოდა, მხარეებს შორის დაპირისპირება კი სუფრასთან დაიწყო.
მომხდარის შესახებ სხვა დეტალები, ამ ეტაპზე, უცნობია.
მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 108 მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან თხუთმეტ წლამდე.