მთავარი

ძიება

ვიდეო

კონტაქტი

შსს 4 ოქტომბერს თბილისში დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

შსს

შინაგან საქმეთა სამინისტრო 4 ოქტომბერს თბილისში დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. 

„საზოგადოების უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი საპოლიციო დანაყოფების თანამშრომლები მიმდინარე წლის 4 ოქტომბერს თბილისში დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით დედაქალაქის მასშტაბით სხვადასხვა ადგილზე არიან მობილიზებულნი.

მოვუწოდებთ აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილე პირებს, შეკრება-მანიფესტაცია გამართონ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში, დაემორჩილონ პოლიციელების კანონიერ მოთხოვნას და არ შეუშალონ
ხელი სამსახურებრივი საქმიანობის განხორციელებაში.

კანონდარღვევის თითოეულ ფაქტს პოლიციის მხრიდან შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება“, - აღნიშნულია განცხადებაში.