მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პირბადის ტარების ვალდებულება ღია სივრცეებში უქმდება

პირბადე აფთიაქებში

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 28 მარტიდან პირბადის ტარების ვალდებულება ღია სივრცეებში უქმდება. ის მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათს შეინარჩუნებს. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ განაცხადა.

პირბადის ტარების ვალდებულება რჩება საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და დახურულ სივრცეებში.

„საზოგადოებრივ ტრანსპორტში და დახურულ სივრცეში პირბადის ტარების ვალდებულება შენარჩუნებული იქნება.  ასევე, უქმდება რაოდენობრივი შეზღუდვა, როგორც საზოგადოებრივი კვების ობიექტებზე, ასევე სპორტულ, სახელოვნებო თუ სხვა სახის ღონისძიებებზე, მათ შორის, სოციალურზე. ე.წ. ასევე, დისტანციურზე მყოფი თანამშრომლები დაუბრუნდებიან თავიანთ სამუშაო ადგილებს“, - განაცხადა ღიბრაძემ.

აგრეთვე, დაგაინტერესებთ:

🔴 PCR ტესტის გარეშე სამშობლოში დაბრუნებული მოქალაქეებისთვის თვითიზოლაციის ვალდებულება უქმდება

🔴 „პანდემია დასასრულს უახლოვდება“ - ზურაბ აზარაშვილი

🔴 საქართველოში კოვიდის სამკურნალო პრეპარატი „პაქსლოვიდი“ შემოდის

🔴 დისტანციურ სამუშაო გრაფიკზე მყოფი თანამშრომლები თავიანთ სამუშაო ადგილებს დაუბრუნდებიან - გიორგი ღიბრაძე