ორბელიანის მოედანზე, აქციის მონაწილეებმა ნაგვის ურნებს და რესტორნის გარე ავეჯს ცეცხლი წაუკიდეს.
პარალელურად, შსს შეკრებილებს აფრთხილებს, დაიშალონ, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ მიმართ გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები.
მანამდე, აქციის მონაწილეთა ნაწილი სასახლის ტერიტორიაზე შეიჭრა, სასახლის შენობის ჯებირები დააზიანეს და შენობაში შეჭრას ცდილობდნენ.
მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, ცოტა ხნის წინ, განცხადება გაავრცელა შსს-მ. უწყებაში აცხადებენ, რომ აქცია გასცდა შეკრებისა და მანიფესტაციის კანონით დადგენილ ნორმებს.