მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„არასრულყოფილმა მკურნალობამ და არაადეკვატურმა დიაგნოსტიკამ უარყოფითი შედეგი გამოიღო“ - მარიამ ჯიშკარიანი სააკაშვილზე

ცენტრ „ემპათიას“ ხელმძღვანელი მარიამ ჯიშკარიანი

ცენტრ „ემპათიას“ ხელმძღვანელი მარიამ ჯიშკარიანი აცხადებს, რომ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის  დიაგნოზებს, შესაძლოა, სხვა დიაგნოზები დაემატოს. 

მისი თქმით, სააკაშვილისთვის ჩატარებულმა არასრულყოფილმა მკურნალობამ უარყოფითი შედეგები გამოიღო. 

„ორშაბათიდან იმედი გვაქვს, იქნება სასამართლოს დადგენილება, დაიგეგმება ვიზიტი და ეს ვიზიტები განხორციელდება. ასევე, ვიმედოვნებთ, რომ იუსტიციის მინისტრი და სამინისტრო ხელს არ შეგვიშლის ჩავატაროთ ექსპერტიზა იმ მოცულობით, რაც საჭიროა.

ჩვენი დიაგნოზები პრაქტიკულად მართლდება და მას შესაძლოა, დაემატოს კიდევ სხვა დიაგნოზები. სამწუხაროდ,  თავის ტვინის კომპიუტერულ ტომოგრაფიაზე არსებობს ცვლილებები, რაც გორის ჰოსპიტალში გადაყვანის მომენტისათვის მიხეილ სააკაშვილს არ აღენიშნებოდა.

გარკვეული თვეების განმავლობაში არასრულყოფილმა მკურნალობამ და არაადეკვატურმა დიაგნოსტიკამ უარყოფითი შედეგი გამოიღო“, - აცხადებს „ემპათიას“ ხელმძღვანელი. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

✅ „სააკაშვილის ჯანმრთელობისთვის უკეთესია იყოს კლინიკაში, ვიდრე პენიტენციურ დაწესებულებაში“ - გიორგი გრიგოლია

✅ არიან ნეიროქირურგები, რომლებიც ფიქრობენ, რომ საჭიროა ოპერაცია, ეს ძალიან რთული ოპერაცია იქნება - ნიკოლოზ ყიფშიძე სააკაშვილზე

✅ ხერხემალზე დამიდგინეს ტრავმა, რომელიც დიდი ალბათობით მივიღე გლდანში, ძალის გამოყენებით გადაყვანისას - მიხეილ სააკაშვილი

 „კატასტროფაა ქვეყნის სახელმწიფოებრიობისთვის, რომ შემოგაკვდეს პრეზიდენტი“ - თაკო ჩარკვია