მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ბატონი კობი აქედან არ წავა, სანამ მიხეილ სააკაშვილს არ ნახავს“ - შალვა ხაჭაპურიძე

ადვოკატი

„ბატონი კობი აქედან არ წავა, სანამ მიხეილ სააკაშვილს არ ნახავს“, - ამის შესახებ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ განაცხადა. 

შალვა ხაჭაპურიძე, ზურაბ აზარაშვილს მოუწოდებს პირადად დაინტერესდეს დოკუმენტით. 

„მოვუწოდებ ჯანდაცვის მინისტრს,  დაინტერესდეს და პირადად ჩახედოს ამ დოკუმენტებს. თუ რაიმე ისეთი ხარვეზია, რომელიც მოითხოვს ამ საკითხის გამოსწორებას, უფრო კომუნიკაბელურ თანამშრომელს დაავალოს, რომელიც ჩვენთან გამოვა კომუნიკაციაზე, ან ჩვენ გავალთ მასთან კომუნიკაციაზე და გადაწყდეს ეს საკითხი.

ბატონი კობი აქედან არ წავა, სანამ მიხეილ სააკაშვილს არ ნახავს. სხვა გზა არ გვრჩება, სახალხო დამცველმა კიდევ ერთხელ უნდა გამოიჩინოს გულისხმიერება და მისი მეშვეობით უნდა მოხდეს ბატონი კობის შეყვანა სააკაშვილთან“, - აცხადებს  შალვა ხაჭაპურიძე.

აგრეთვე წაიკითხეთ:

✔️ ჩავუტარებ როგორც ფიზიკურ, ასევე, ნევროლოგიურ კვლევას - შაჰინ ემანუელ ლახანი სააკაშვილზე

✔️ ზურაბ აზარაშვილი განმარტავს, რატომ არ მიეცა სააკაშვილის საქმეში ჩასართავად საქართველოში ჩამოსულ უცხოელ ექიმს ლიცენზია

✔️ მიმდინარეობს წონის კლება, ჯანმრთელობა არ უმჯობესდება - გიორგი ჩალაძე სააკაშვილზე

✔️  ნება უნდა დავრთოთ ექიმ კობის მიხეილ სააკაშვილი მოინახულოს - მიხეილ სააკაშვილის ამერიკელი ადვოკატი

✔️ „საექსპერტო დასკვნა იქნება საკმაოდ მძიმე“ - მარიამ ჯიშკარიანი