მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბრძოლა გრძელდება, ნიკა გვარამია გახდა ქვეყნის თავისუფლების კიდევ ერთი სიმბოლო - გიორგი გაბუნია

ჟურნალისტი

„სახელმწიფომ ნიკა გვარამია გახადა ქვეყნის თავისუფლების კიდევ ერთ სიმბოლოდ“, -  ამის შესახებ  ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ჟურნალისტმა გიორგი გაბუნიამ განაცხადა. 

გაბუნია აცხადებს, რომ ბრძოლა გაგრძელდება. 

„მოულოდნელი არ იყო ეს გადაწყვეტილება. დღეს კიდევ ერთხელ დამტკიცდა და გამოჩნდა, რომ ჩვენ სახელმწიფო არ გვაქვს. ჩვენი ქვეყანა სამწუხაროდ, იქცა დაშინებული, ძალადობის ქვეშ მყოფი არათავისუფალი ადამიანების აგლომერაციად, რომელიც უბრალოდ შემთხვევით გავჩნდით ერთ ტერიტორიაზე და ამიტომ ვართ ერთად. არც ენა, არც მამული და სარწმუნოება სამწუხაროდ, აღარ არის ჩვენი ერის და ჩვენი ქვეყნის გამაერთიანებელი ნიშნები. არ გვაქვს მამული, უკვე დაფლეთილია ჩვენი ქვეყანა, არ გვაქვს არც ენა, იმიტომ, რომ წერა კითხვაც არ ვიცით წესიერად. 

ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას უფრო მეტად ვიდრე აქამდე. დამატებითი მიზეზი გვაქვს, ვიბრძოლოთ თავისუფლებისთვის ბოლომდე.  სახელმწიფომ ნიკა გვარამია გახადა ქვეყნის თავისუფლების კიდევ ერთ სიმბოლოდ. ნიკა არის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი სიმბოლო თავისუფლების. ბრძოლა არ იქნება მარტივი, მაგრამ მთავარი არხი გაგრძელებას ჩვეულებრივ მუშაობას“, - აცხადებს გიორგი გაბუნია.  

შეგახსენებთ, ნიკა გვარამიას 3 წელი და 6 თვე მიუსაჯეს.