მთავარი

ძიება

ვიდეო

კონტაქტი

დავით მათიკაშვილი: ჩვენ გვახსოვს ლევან გაჩეჩილაძის ბრძოლა იმ რეჟიმის წინააღმდეგ, რომელსაც სადისტური სააკაშვილის რეჟიმი ჰქვია

დავით მათიკაშვილი

„ვუსამძიმრებ ოჯახს, ვუსამძიმრებ სრულიად საქართველოს“, - ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა დავით მათიკაშვილმა განაცხადა, რომელიც ლევან გაჩეჩილაძის სამოქალაქო პანაშვიდზე იმყოფებოდა.

„ჩვენ გვახსოვს მისი ბრძოლა იმ რეჟიმის წინააღმდეგ, რომელსაც სადისტური სააკაშვილის რეჟიმი ჰქვია. ჩვენ გვახსოვს ის ღვაწლი, რომელიც ამ ადამიანმა გაიღო საქართველოსთვის მძიმე დროს, როდესაც ადამიანის უფლებების დარღვევა იყო იმდროინდელი ხელისუფლების ჩვეულებრივი ყოველდღიური საქმიანობა და ძალიან დიდი გამბედაობა, ვაჟკაცობა და პატრიოტიზმი სჭირდებოდა იმ ნაბიჯებს, რაც თავის დროზე ბატონო ლევანმა გადადგა. მე ვუსამძიმრებ ოჯახს, ვუსამძიმრებ სრულიად საქართველოს“, - აცხადებს მათიკაშვილი.