მთავარი

ძიება

ვიდეო

კონტაქტი

დღეიდან მეტროსადგურ „ვარკეთილში“ მგზავრთა მომსახურება განახლდა

ვარკეთილის მეტროსადგური

დღეიდან მეტროსადგურ „ვარკეთილში“ მგზავრთა მომსახურება განახლდა.

მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებიდან გამომდინარე, სადგური მგზავრებს შეცვლილი სამუშაო განრიგით მოემსახურება. მეტროსადგურში მუშაობა 07:00 საათზე დაიწყება და 23:00 საათზე დასრულდება.

მგზავრების სწრაფი და შეუფერხებელი გადაადგილების მიზნით, შეიცვლება ესკალატორების მიმართულება და ჩამსვლელი მგზავრები მარცხენა ესკალატორით ისარგებლებენ ნაცვლად მარჯვენისა, ხოლო ამომსვლელი მგზავრები სადგურს მარჯვენა ესკალატორით დატოვებენ.