მთავარი

ძიება

ვიდეო

კონტაქტი

გადადით სიკეთის მხარეს - ნიკოლოზ სააკაშვილი მოსამართლე გიორგი არევაძეს მიმართავს

ექიმი

ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მამა ნიკოლოზ სააკაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეს გიორგი არევაძეს მიმართავს და ურჩევს სიკეთის მხარეს გადავიდეს. 

„კიდევ ერთხელ მივმართავ ბატონ გიორგი არევაძეს, გადადის სიკეთის მხარეს, გადადით სინათლის მხარეს, იმ ზეწოლიდან, რომელიც აშკარად მასზე არსებობს და მასზე ხდება ზემოქმედება ალბათ ყოველდღიური, ყოველ საათობრივი, წამიერი და წუთობრივი, გადადგას ვაჟკაცური ნაბიჯი. თუ ის ასეთ ნაბიჯს გადადგამს, ის გადადგამს ნაბიჯს არა მარტო მიშას სიცოცხლის შენარჩუნებისათვის, არამედ გადადგამს ნაბიჯს მთელი საქართველოსათვის“, - აცხადებს ნიკოლოზ სააკაშვილი „მთავართან“ საუბარში. 

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისთვის, მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადებასთან, ან სასჯელისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით, სასამართლომ გადაწყვეტილება შესაძლოა, დღეს მიიღოს. 

სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 17:00 საათზეა ჩანიშნული. 

სხდომაზე მხარეებმა დასკვნითი სიტყვები უნდა თქვან.