მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

Herbalife Nutrition-მა თბილისის ზღვის ტერიტორიაზე წიწვოვანი კედრები დარგო

Herbalife Nutrition

თბილისის ზღვის ტერიტორიაზე, დაბალანსებული კვებისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის გლობალური ექსპერტის, Herbalife Nutrition-ის დამოუკიდებელმა პარტნიორებმა 50 ნერგი წიწვოვანი კედარი დარგეს.

თბილისის მერიის ინიციატივით, თბილისის ზღვის ტერიტორიაზე ახალი ტყე-პარკი შენდება. Herbalife Nutrition-ის გუნდმაც გასამწვანებლად ეს ტერიტორია აირჩია. კომპანია გარემოსდაცვითი აქტივობების მხარდამჭერია და, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, მსგავს ღონისძიებებს ხშირად ატარებს.

„გვიხარია, რომ გვაქვს შესაძლებლობა, ჩვენი წვლილი შევიტანოთ გარემოს დაცვაში. ვცდილობთ, აქტიურად ვიყოთ ჩართულები და ამ მიმართულების ღონისძიებებში მონაწილეობა მივიღოთ. ხეების დარგვით Herbalife Nutrition-მა გააგრძელა გზა, რომელსაც აქტიურად მივყვებით, რათა ჩვენს მთავარ მიზანს მივაღწიოთ - შევქმნათ უფრო მწვანე გარემო. ცხადია, ვაპირებთ გავაფართოოთ საქმიანობის არეალი და ჩავატაროთ გამწვანების კამპანიები საქართველოს სხვა ქალაქში“, - განაცხადა Herbalife Nutrition-ის ბიზნესის განვითარების უფროსმა მენეჯერმა, ირაკლი ჩაჩანიძემ.

ახალი ტერიტორიების გამწვანების გარდა, Herbalife Nutrition-ის ზოგადი ეკო ინიციატივა მოიცავს სხვა მიმართულებებსაც, როგორიცაა, მაგალითად, ნახშირბადის შემცირება. გარდა ამისა, ბრენდის სტრატეგიის განუყოფელი ნაწილია პლასტმასის ნარჩენების შემცირებაც. ამისათვის, საქართველოს გაყიდვების ცენტრში დამონტაჟდა სპეციალური კონტეინერები, სადაც, შემდგომი გადამუშავებისათვის, კომპანიის პროდუქციის შეფუთვები გროვდება. შეგროვებული შეფუთვები ეკოლოგიურად სუფთა მასალად გადამუშავდება (Post Consumer Resin), რომელიც Herbalife Nutrition-ის ინოვაციური საკვების შეფუთვისთვის გამოიყენება. კომპანია, ასევე, მუშაობს პარკების გამოყენების შემცირებაზე, ეტაპობრივად გადადის ელექტრონული დოკუმენტების მართვაზე და მხარს უჭერს ადგილობრივ გარემოსდაცვით ინიციატივებსა და სტარტაპებს.

ბრენდის ამ და სხვა გარემოსდაცვითი აქტივობების მიმართ Herbalife Nutrition-ის დამოუკიდებელი პარტნიორები პოზიტიურად არიან განწყობილნი და თემატურ ღონისძიებებში მონაწილეობას აქტიურად იღებენ. მეტიც, ისინი ამ „მწვანე“ ინიციატივებს სოციალური მედიის საკუთარი არხების მეშვეობითაც აშუქებენ და ყოველდღიურად მისდევენ ცნობიერი მოხმარების კონცეფციას. მთავარი მოტივაცია პლანეტისა და მომავალი თაობების კეთილდღეობაზე ზრუნვაა.