მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ჯანმომ „მაიმუნის ყვავილი“ საერთაშორისო მნიშვნელობის საგანგებო სიტუაციად არ აღიარა

თედროს გებრეისუსი

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ამჟამად არ ადგენს, რომ „მაიმუნის ყვავილი“ წარმოადგენს საერთაშორისო შეშფოთების საზოგადოებრივი ჯანმრთელობის გადაუდებელ შემთხვევას და საერთაშორისო მნიშვნელობის საგანგებო სიტუაციად არ აღიარა. აღნიშნული გადაწყვეტილება ჯანმომ საგანგებო კომიტეტის შეხვედრაზე მიიღო.

ამასთან, კომიტეტის წევრები აღიარებენ, რომ ამ აფეთქებას ბევრი უჩვეულო დეტალი ახასიათებს, მათ შორის ვირუსის იმ ქვეყნებში გავრცელება, სადაც ის ადრე არ დაფიქსირებულა.

„მაიმუნის ყვავილის დადასტურებული შემთხვევების უმეტესობა არის მამრობითი სქესის და ამ შემთხვევების უმეტესობა გვხვდება გეი, ბისექსუალ და სხვა მამაკაცებში, რომლებსაც აქვთ სექსუალური კავშირი კაცებთან“, - ვკითხულობთ ანგარიშში.