მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ნიკა გვარამია განაჩენის გამოცხადების შემდეგ პირველ განცხადებას აკეთებს

„მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი

„მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია საქალაქო სასამართლოს მიერ განაჩენის გამოცხადების შემდეგ პირველ განცხადებას აკეთებს. 

„აბა თქვენ იცით! დარჩით „მთავარზე“ და მოიპოვეთ ჩვენთან ერთად თავისუფლება! ყველაფერი კარგად იქნება“, - წერს გვარამია. 

შეგახსენებთ, ნიკა გვარამიას 3 წელი 6 თვე მიესაჯა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ლაშა ჩხიკვაძემ მიიღო.