მთავარი

ძიება

ვიდეო

კონტაქტი

ნორა კვიციანი (დედა ქეთევანი) გარდაიცვალა

ნორა კვიციანი გარდაიცვალა

ნორა კვიციანი (დედა ქეთევანი) გარდაიცვალა. ამის შესახებ ახალი ამბების სააგენტო Pia.ge-ს კვიციანების ოჯახის ახლობელმა განუცხადა. 

ყოფილი დეპუტატის ემზარ კვიციანის და ნორა კვიციანი მონაზვნად გასულ წელს აღიკვეთა.

ცნობისთვის, ნორა კვიციანმა ციხეში 6 წელი გაატარა. კვიციანი 2006 წლის 29 ივლისს დააკავეს და სისხლის სამართლის სამი მუხლით გაასამართლეს.

კვიციანი 2012 წლის ნოემბერში, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ გაათავისუფლეს. ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ნორა კვიციანი ყველა ეპიზოდში გაამართლა.