საზოგადოება

რუსთავში 11 წლის ბიჭი პიტბულმა დაკბინა

პიტბული
1658908222
დაკოპირებულია

რუსთავში ეზოში თამაშის დროს 11 წლის ბიჭი პიტბულმა დაკბინა, - ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. 

მედიის ცნობით, ბიჭმა ერთ-ერთი ავტოფარეხის კარი გამოაღო, სადაც პიტბული იყო. ძაღლი მას თავს დაესხა და დაკბინა.

თვითმხილველებმა ძაღლს ბავშვი გამოსტაცეს და ცხოველი ავტოფარეხში ჩაკეტეს. 

11 წლის ბიჭი სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა რუსთავის ცენტრალურ კლინიკაში გადაიყვანა, მას სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები არ აღენიშნება.