24 აგვისტო კონსტიტუციის დღეა, რომელსაც საქართველოს ეროვნული ბანკი სოციალური ქსელით ეხმიანება და განცხადებას აქვეყნებს.
„24 აგვისტო კონსტიტუციის დღეა!
ეროვნული ბანკის სტატუსი სწორედ, ქვეყნის კონსტიტუციითაა განსაზღვრული. მოქმედი კონსტიტუცია კი, 1921 წლის კონსტიტუციის ძირითად პრინციპებს ეფუძნება.
აღსანიშნავია, რომ პირველი ქართული კონსტიტუციის ხელმომწერთა შორის იყო სახელმწიფო ბანკის საბჭოს თავმჯდომარე ნიკოლოზ ელიავა.
2021 წელს სებმა ქვეყნის კონსტიტუციის მიღების საუკუნოვან იუბილეს საკოლექციო მონეტა მიუძღვნა.