მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სასამართლომ ლაზარე გრიგორიადისს პატიმრობა შეუფარდა

„მოლოტოვის კოქტეილის“ სროლის ბრალდებით დაკავებული ლაზარე გრიგორიადისი

7-9 მარტის აქციებზე დაკავებულ ლაზარე გრიგორიადისის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

აღსანიშნავია, რომ დაცვის მხარე მოითხოვდა, მის მიმართ გამოყენებული ყოფილიყო გირაო 10 000 ლარის ოდენობით. პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას მოითხოვდა.

„სადღაც გულის სიღრმეში მეგონა, გირაოს გამოიყენებდნენ. უნდა გამაგრდეს ვაჟკაცი ბიჭია“, - აცხადებს ბრალდებულის ბაბუა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 29 მარტს გაავრცელა ინფორმაცია, რომ დააკავეს ერთი ადამიანი, ვინც მათი მტკიცებით, 7-9 მარტის აქციებზე პოლიციელებს ქვები და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები ესროლა. უწყება ამტკიცებს, რომ ამის შედეგად, პოლიციელებმა დაზიანებები მიიღეს.

გრიგორიადის დაკავების შესახებ შსს-ის განცხადების შემდეგ სახელისუფლებო პროპაგანდისტულმა მედია POSTV-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ძალადობის ბრალდებით დაკავებული ლაზარე გრიგორიადისი წარსულში „მამის მიმართ ძალადობაზეა ნასამართლევი“.

შსს-ს განცხადებით, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა და 187-ე მუხლებით მიმდინარეობს და 7-9 მარტს მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს „მომხდარ ძალადობრივ ქმედებებზე“ საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.