მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„თავს გრძნობს სუსტად, მდგომარეობა სამწუხაროდ არ უმჯობესდება“ - შოთა თუთბერიძე სააკაშვილზე

იურისტი უფლებადამცველი

ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ მისმა უფლებადამცველმა შოთა თუთბერიძემ მოინახულა. ადვოკატის თქმით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება და არ უმჯობესდება. 

სააკაშვილის უფლებადამცველის თქმით, სრულფასოვანი მკურნალობა არ მიმდინარეობს. 

„მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სამწუხაროდ, ჩემი აზრით არ უმჯობესდება, თუმცა ამაზე ექიმები ისაუბრებენ უფრო დაწვრილებით. დღეს არის დაგეგმილი ექსპერტთა მორიგი ვიზიტი, ჯანმრთელობის მდგომარეობის ექსპერტიზის ნაწილში და როგორც უკვე საზოგადოებისთვის ცნობილია მოუთმენლად ველოდებით ექსპერტიზის  დასკვნას. 

თავს გრძნობს სუსტად. სრულფასოვანი მკურნალობაც და კვებაც ხელმიუწვდომელია და ჯერაც არ აღმდგარა, გარკვეული ელემენტები მკურნალობისა მიმდინარეობს, თუმცა სამწუხაროდ ის, რომ ამ დრომდე მისი მდგომარეობა არ გაუმჯობესდა, იმის ინდიკატორია, რომ პოზიტიური ეფექტი ამ მიმართულებით არ გვაქვს“, - აცხადებს სააკაშვილის უფლებადამცველი.

აგრეთვე წაიკითხეთ:

„მკურნალობის პროცესი გრძელდება, ანალიზების რაოდენობა მატულობს“ - ოთარ თოიძე

 სააკაშვილი რომ ციხეშია, ჩვენი ბრალია? რატომ გამოგვიგზავნა უკრაინამ? - მეუფე იაკობი

✅ „მდგომარეობა არის ძალიან მერყევი, შეიძლება ითქვას, დანის პირზე“ - ოთარ თოიძე სააკაშვილზე

✅ „ენმ-ს ჰყავს ლიდერების მთელი თანავარსკვლავედი“ - მიხეილ სააკაშვილი

✅ მკურნალობის ტაქტიკა არის არასწორი, პაციენტის მდგომარეობის ოდნავი გაუმჯობესებაც არ შეინიშნება - ლალი ჯავაშვილი სააკაშვილზე