მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ტემპერატურის გახანგრძლივება, კუნთების ტკივილი, ცხვირიდან გამონადენი და ცემინება - ჰონგ-კონგის ვირუსის სიმპტომები

კორონავირუსი

მედიცინის აკადემიური დოქტორი, ჯანდაცვის ექსპერტი, ეპიდემიოლოგი მაკა ბულეიშვილი აცხადებს, რომ ე.წ. ჰონგ-კონგის ვირუსი H3N2 სწრაფად ვრცელდება. 

ეპიდემიოლოგის თქმით, ვირუსი მწვავედ ვითარდება ბავშვები. 

ამასთან მაკა ბულეიშვილი ამბობს, რომ  ვირუსით ინფიცირებულთა რიცხვი გასამმაგებულია. 

მისივე განცხადებით, ვირუსი პიკს დეკემბერ-იანვარში მიაღწევს.

„H3N2 ტიპის ვირუსი სხვა რესპირატორულ ინფექციებთან შედარებით, მწვავედ ვითარდება. გამოხატულია ტემპერატურის გახანგრძლივება, კუნთების ტკივილი, ცხვირიდან გამონადენი, ცემინება.

ვირუსული ინფექციების გავრცელების პიკი დგება ახლა, დეკემბერ-იანვრის თვეში. მნიშვნელოვანია იმუნიზაციის პროცესში ჩართულობა, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ასაკობრივი და ფონური დაავადების ჯგუფებისთვის“, - აცხადებს მაკა ბულეიშვილი.