მთავარი

ძიება

ვიდეო

კონტაქტი

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო 25 სექტემბერს გლდანში მოქალაქეებს შინაური ცხოველების კომპლექსურ და ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაციას, ასევე, ჩიპირებას სთავაზობს

აცრა

გლდანის მე-6 მიკრორაიონის მე-20 კორპუსთან მდებარე პარკში 25 სექტემბერს, 12:00-დან 18:00 საათამდე, ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო შინაური ცხოველების მეპატრონეებს რამდენიმე სერვისს სთავაზობს.

კერძოდ, ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაციას; კომპლექსურ და ანტირაბიულ (ცოფის საწინააღმდეგო) ვაქცინაციას.

ამასთან, მიუსაფარი ცხოველებისთვის, როგორც კომპლექსური, ისე ანტირაბიული ვაქცინაცია იქნება სრულიად უფასო.

პატრონიანი ცხოველების შემთხვევაში, ანტირაბიული ვაქცინაციის ღირებულება შეადგენს 10 ლარს, ხოლო კომპლექსური ვაქცინაცია – 20 ლარს; ცხოველის ჩიპირება – 32 ლარია, ხოლო რეგისტრაცია არის უფასო.

„პროექტის მიზანია, ცხოველებზე მზრუნველი ადამიანებისთვის ვეტერინარულ სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა, საჭირო და პრობლემატურ საკითხებზე ინფორმაციის მიღება“, - ნათქვამია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.