მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ცხვარიჭამიაში 20 წლის ბიჭი მოკლეს

მკვლელობა

ცხვარიჭამიაში 20 წლის ბიჭი მოკლეს. გავრცელებული ინფორმაციით, მკვლელობა შელაპარაკებას მოჰყვა. ახალგაზრდა ცივი იარაღით მოკლეს. ახალგაზრდები დაბადების დღეს აღნიშნავდნენ.

როგორც ახალი ამბების სააგენტო Pia.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან თხუთმეტ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.