მთავარი

ძიება

ვიდეო

კონტაქტი

წვევამდელები დღეს სამხედრო ფიცს დადებენ

წვევამდელები ფიცს დადებენ

საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ღონისძიება რუსთაველის გამზირზე 11:00 საათზე დაიწყება. 

ღონისძიების ფარგლებში  კი 12:00 საათზე წვევამდელები ფიცს დადებენ. 

გარდა დედაქალაქისა ფიცის დადების ცერემონია საქართველოს 5 რეგიონში გაიმართება. ღონისძიების ფარგლებში გამოიფინება სამხედრო ტექნიკა. თბილისის ცაზე SU-25, MI-24 და „იროკეზები“ გადაიფრენენ.

„საქართველო ევროპისკენ“ - ასეთია წელს დამოუკიდებლობის დღის კონცეფცია. 

ამასთან, აღსანიშნავია, რომ პირველად შესრულდება ევროკავშირის ჰიმნი.