„ვერ უბედავენ და ვერ დასცინიან ვერც დონალდ ტრამპ-უმცროსს, რომელიც ღიად აცხადებს, რომ მთელი არასამთავრობო ორგანიზაციების საერთაშორისო ქსელი სწორედ, „დიფ სთეითის“ ბოროტმოქმედების ინსტრუმენტს წარმოადგენს. არ იმჩნევენ აშშ-ს ნაციონალური დაზვერვის ხელმძღვანელის ღია განცხადებებს, რომელიც სწორედ რომ „დიფ სთეითისა“ და მისი პროპაგანდის სამიზნე გახდა, მას შემდეგ რაც სააშკარაოზე გაიყვანა „დიფ სთეითის“ მიერ 2016 წელს ორგანიზებული, „რაშა გეითსის“ სახელით ცნობილი სპეცოპერაცია და მასში მონაწილე გავლენიანი მთავარი გმირები“, - წერს „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.
მისი თქმით, ერთი მეორის მიყოლებით „დიფ სთეითის“ ადგილობრივი აგენტურა უაპელაციოდ და ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე, „რუსულ კანონებზე“, „რუსულ მთავრობაზე“ აგებულ ცილისმწამებლურ ანტიკონსტიტუციურ კამპანიას აწარმოებდნენ ქვეყნისა და ხელისუფლების წინააღმდეგ. ამიტომ, საქართველოშიც ამ დანაშაულის ჩამდენ პირთა მიმართ არანაკლებად ხმაურიანი გამოძიებისა და სასამართლო პროცესის მოლოდინში ვართ.
„ყველაზე დიდ გაღიზიანებას ადგილობრივ უსამშობლოთა ბანაკში იწვევს „დიფ სთეითის“ როგორც რეალობად და არა - ილუზორულ სუბსტანციად აღიარება. რა თქმა უნდა, ამის აღიარება ქართული საზოგადოების მხრიდან. თვით აშშ-ს პრეზიდენტის, თუ მისი ადმინისტრაციის მიერ „დიფ სთეითთან“ აპელირებას ჩვეულ მანერაში ისინი არ იმჩნევენ, ხოლო საქართველოში ანალოგიური რიტორიკა მათ რიგებში, ქილიკის და ნერვული სიცილის საგნად იქცა. ვერ უბედავენ და ვერ დასცინიან ვერც დონალდ ტრამპ-უმცროსს, რომელიც ღიად აცხადებს, რომ მთელი არასამთავრობო ორგანიზაციების საერთაშორისო ქსელი სწორედ, „დიფ სთეითის“ ბოროტმოქმედების ინსტრუმენტს წარმოადგენს.
არ იმჩნევენ არც აშშ-ს ნაციონალური დაზვერვის ხელმძღვანელის ღია განცხადებებს, რომელიც სწორედ რომ „დიფ სთეითისა“და მისი პროპაგანდის სამიზნე გახდა, მას შემდეგ რაც სააშკარაოზე გაიყვანა „დიფ სთეითის“ მიერ 2016 წელს ორგანიზებული, „რაშა გეითსის“ სახელით ცნობილი სპეცოპერაცია და მასში მონაწილე გავლენიანი მთავარი გმირები. ამერიკის მთავარი მზვერავის ტულსი გაბარდის მიერ მხილებული ეს „რუსული აფიორა“ დღეს უკვე, სასამართლოშია და ყველა, ვინც დონალდ ტრამპს ადანაშაულებდა რუსეთის პოლიტიკის გატარებაში - მართლმსაჯულების წინაშე წარდგება.
მანამდე კი, ბარაკ ობამას და ჰილარი კლინტონს ამ საქმის ფარგლებში, ჩვენებების მიცემა მოუწევთ კონგრესში და ამ პროცედურას თავს ვერანაირად ვერ აარიდებენ. დღეს „დიფ სთეითის“ გავლენის აგენტები სრულ პანიკაში არიან და თავის ამერიკელ „აკაცუკებს“ ტულსი გაბარდის წინააღმდეგ ამხედრებენ. „მე ჩემს საქმეს ვასრულებ - ვამხელ „დიფ სთეითის“ მოქმედ სახიფათო პირებს“, - ამბობს შტატების დაზვერვის ხელმძღვანელი, რომელიც ამტკიცებს, რომ ობამას ადმინისტრაციამ და სხვა მაღალჩინოსნებმა ხელოვნურად შექმნეს დაზვერვის ინფორმაცია, თითქოს რუსეთი 2016 წლის არჩევნებში ტრამპის სასარგებლოდ ერეოდა - „ისინი უგულებელყოფენ და უარყოფენ სიმართლეს. აბუჩად იგდებენ ყველას, ვინც მათ ამხელს. ეს გაუკეთეს ტრამპს. ახლა ამას მე მიკეთებენ“.
ამერიკაში მიმდინარე სასამართლო პროცესი გამადიდებელი შუშით უნდა იქნეს შესწავლილი საქართველოშიც - სადაც არანაკლებად სახიფათო „რაშა გეითსი“ განვითარდა ჩვენს თვალწინ. ერთი მეორის მიყოლებით „დიფ სთეითის“ ადგილობრივი აგენტურა უაპელაციოდ და ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე, „რუსულ კანონებზე“, „რუსულ მთავრობაზე“ აგებულ ცილისმწამებლურ ანტიკონსტიტუციურ კამპანიას აწარმოებდნენ ქვეყნისა და ხელისუფლების წინააღმდეგ. ამიტომ, საქართველოშიც ამ დანაშაულის ჩამდენ პირთა მიმართ არანაკლებად ხმაურიანი გამოძიებისა და სასამართლო პროცესის მოლოდინში ვართ. დღეს აშშ და საქართველო ამ საერთო ვერაგი მტრის წინააღმდეგ ბრძოლაში, ისე როგორც არასდროს - ახლოს არიან ერთმანეთთან“, - წერს ქართველიშვილი.