მთავარი

ძიება

ვიდეო

კონტაქტი

გია აბაშიძე ოპოზიციურ მედიაზე: ყოველმხრივ მახინჯი ნაცსექტის ხელწერა - მდაბიოდ უტევენ პროფესიონალებსა და მმართველი გუნდის ერთგულებს, მათ შორის სუსის უმაგრეს ხელმძღვანელს, მამუკა მდინარაძეს

ანალიტიკოსი გია აბაშიძე Pia.ge

ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში ოპოზიციური მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება, რომლითაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელ მამუკა მდინარაძეს ცილს სწამებენ.

როგორც აბაშიძე აღნიშნავს, ყოველმხრივ მახინჯი ნაცსექტის ხელწერა - მდაბიოდ უტევენ პროფესიონალებსა და მმართველი გუნდის ერთგულებს, მათ შორის სუსის უმაგრეს ხელმძღვანელს, მამუკა მდინარაძეს.

„ყოველმხრივ მახინჯი ნაცსექტის ხელწერა - მდაბიოდ უტევენ პროფესიონალებსა და მმართველი გუნდის ერთგულებს, მათ შორის სუსის უმაგრეს ხელმძღვანელს, მამუკა მდინარაძეს. დავცინით ამ უბადრუკ მარგინალებს, რომლებიც მდარე ჭორებს უგონებენ ხელისუფლებასა და მის მხარდამჭერებს და ვრჩები ამ პოზიციაზე - ძალიან ბევრი რადიკალი საჭიროებს ფსიქიატრიულ დახმარებას! შეუძლებელია, რომ მტრობის რეჟიმში მყოფ ამ აუტსაიდერებს რაიმეზე სერიოზულად ელაპარაკო. არაადეკვატურებს გადაუდებელი სამედიცინო დახმარება, ხოლო კრიმინალებს - „ალერსიანი“ ციხე!“, - წერს აბაშიძე.